სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი განაგრძობს ტრენინგების სერიას- „5 ნაბიჯი დასაქმებისკენ“.
10 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე - „თვითგანვითარება მოქმედ სამსახურში“.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც გასათვალისწინებლია თვითგანვითარებისთვის და თავისდამკვიდრებისთვის.
ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა.
ღონისძებას „თი ბი სი დაზღვევის” ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი- ქ-ნ თეა მახარაძე გაუძღვა.